ახალი ამბები

კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა

26 დეკემბერი, 2015 • 1149
კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე პარლამენტს მიხეილ ჯანელიძე დღეს, 26 დეკემბერს წარადგინა.

მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობს 2015 წლის 21 სექტემბრიდან, ამ პოსტზე იგი ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.

მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას ასევე აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება:2003-2004 წლებში მიხეილ ჯანელიძე სამინისტროს საგარეო პოლიტიკის ანალიზისა და კველვის ცენტრში საქმიანობდა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 23 დეკემბერს გადადგა. ეს თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დაიკავა და ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, რომლის ფონდ ქართუში ღარიბაშვილმა არაერთი წელიწადი იმუშავა ხელმძღვანელ პოზიციაზე. დღეს ღარიბაშვილმა უმრავლესობას მის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, რომელიც იყო მის მთავრობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. მანამდე კვირიკაშვილი ივანიშვილის ბანკ ქართუს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება მთავრობის სხვა წევრებს, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობა უცვლელად წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი