ახალი ამბები

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება

26 დეკემბერი, 2015 • 2603
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება

დღეს, 26 დეკემბერს, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება.

რაგბის კავშირის ინფორმაციით, გამგეობის წევრებმა სხდომაზე სრკ-ს საერთო კრების ახალი თარიღისა და ადგილის დადგენის, სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.

გამგეობის სხდომაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:

  • სრკ-ს წლიური საერთო კრება მოწვეულია 2016 წლის 24 იანვარს, 13 საათზე თბილისში, მისამართზე: თავისუფლების მოედანი #4 – სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი;
  • სრკ-ს 2016 წლის 24 იანვრის საერთო კრებისთვის სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2016 წლის 18 იანვარის 13 საათი;
  • სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით სრკის ნამდვილი წევრის მიერ სრკის გამგეობაში;
  • სრკ-ს ნამდვილი წევრის მიერ წარდგენილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა 2016 წლის 18 იანვარის 13 საათმდე უნდა წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა სრკ-ს გამგეობაში სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

გამგეობის ახალი საერთო ყრილობის ოქმის მიხედვით, სხდომას გამგეობის თავმჯდომარე გოჩა სვანიძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ირაკლი კიზირია, დიმიტრი კალანდაძე, ვასილ კევლიშვილი, გიორგი ღლონტი, გიორგი გორგასლიძე, კახა მხეიძე, ვატო ლეჟავა. გიორგი გეგენავას და თემურ ბენდიაშვილის ხმა გამგეობაზე გოჩა სვანიძემ წარმოადგინა. სხდომის მდივანი – ედუარდ ნაჭყებია.

როგორც ოქმშია აღნიშნული, სხდომას ესწრებოდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი გამგეობაში ირაკლი აბუსერიძეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი