ახალი ამბები

გურიაში მესამეკლასელი ბავშვი ჩამომხრჩვალი იპოვეს

26 დეკემბერი, 2015 • 1327
გურიაში მესამეკლასელი ბავშვი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გურიის ერთ-ერთ სოფელში მესამეკლასელი ბავშვი თავის საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით,  ოჯახი სოციალურად დაუცველია და იგეგმებოდა გარდაცვლილი მოზარდის დედისგან განცალკევება.

შსს-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი