ახალი ამბები

შსს: „ჯი-პი-სი“-ს აფთიაქის ყაჩაღობაში ბრალდებული დაკავებულია

26 დეკემბერი, 2015 • 1333
შსს:  „ჯი-პი-სი“-ს აფთიაქის ყაჩაღობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ჯი-პი-სი“-ს აფთიაქის  ყაჩაღობის ბრალდებით ლ. ქ. დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 2015 წლის 20 დეკემბერს თბილისში ფარმაცევტული კომპანია „ჯი-პი-სი“-ს აფთიაქი დააყაჩაღა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლ. ქ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 700 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციის ცნობით, ლ, ქ-მ 18 დეკემბერს თბილისში, ვანის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია დააყაჩაღა და მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარამდე თანხა გასტაცა.

სამართალდამცველების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი