ახალი ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსს ხსნის

26 დეკემბერი, 2015 • 1703
„ვისოლ ჯგუფი“ გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსს ხსნის

დღეს, 26 დეკემბერს, 12 საათზე „ვისოლ ჯგუფი“ გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსს გახსნის, სადაც ერთ სივრცეშია განთავსებული სუპერმარკეტი „სმარტი“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები და „ვისოლის“ ბენზინისა და გაზის გასამართი სადგური.  სავაჭრო გალერეაში ასევე იხსნება სხვადასხვა ბრენდების სერვის ცენტრები და მაღაზიები.

„ვისოლ ჯგუფის“ ახალი სავაჭრო კომპლექსის საზეიმო გახსნის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და “ვისოლ ჯგუფის” ამერიკელი პარტნიორები დაესწრებიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: რუსუდან კბილაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი/ ვისოლ ჯგუფი/ტელ:  (995 32) 915 315/250 / მობ: (995 99) 320412/Email: pr@wissol.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი