ახალი ამბები

გვენეტაძე: მურუსიძე უკვე მოსამართლეა და მასზე კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს

25 დეკემბერი, 2015 • 1082
გვენეტაძე: მურუსიძე უკვე მოსამართლეა და მასზე კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ის იყო წევრი, რომელმაც ხმა ლევან მურუსიძის დანიშვნის წინააღმდეგ მისცა. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან კომენტარი არ გააკეთა:

“ის უკვე მოსამართლეა, მე არ მაქვა უფლება სხვა კომენტარი გავაკეთო ამის შემდეგ,”- განაცხადა გვენეტაძემ.

მურუსიძის მოსამართლედ არჩევაში არ მიიღო მონაწილეობა პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა. მჭედლიშვილი ამას პროცესების მიმართ მურუსიძის დამოკიდებულებით ხსნის.

“რაც შეეხება ჩემს ერთგვარ პროტესტს ბატონი ლევანის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ეს უკავშირდებოდა არა ბატონი ლევანის პიროვნებას, არამედ მის ხედვას და დამოკიდებულებას ზოგადად, პროცესებისადმი,”- განმარტავს ის.

25 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 61 ვაკანრურ ადგილზე მოსამართლეთა დასანიშნად კენჭისყრა ჩატარდა. სააპელაციო სასამართლოშო 10 ხმით დაინიშნა ლევან მურუსიძე, რომლის დანიშვნასაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აპროტესტებდნენ. ნინო გვენეტაძემ ლევან მურუსიძის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ვახტანჯ მჭედლიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი