ახალი ამბები

პრემიერის საახალწლო ბარათები გადამდგარი ღარიბაშვილისგან

25 დეკემბერი, 2015 • 3094
პრემიერის საახალწლო ბარათები გადამდგარი ღარიბაშვილისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით საახალწლო მისალოცი ბარათები ვრცელდება, რომელსაც დღეისთვის უკვე გადამდგარი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.

მისალოც ბარათზე გამოსახულია ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ფოტო, ისევე, როგორც შარშანდელ მისალოც ბარათებზე.

მთავრობის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნული ბარათები მის გადადგომამდე იყო დაბეჭდილი, დაგზავნილი და მისი დარიგება ამჟამადაც მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობიდან 23 დეკემბერს გადადგა. აღნიშნული ფოტოების გადაღება რამდენიმე კვირის წინ მიმდინარეობდა, რაც შესაძლოა იმას ადასტურებს, რომ ღარიბაშვილს ბარათების დაბეჭდვის მომენტში გადადგომა განზრახული არ ჰქონია.

886991_10206973656931394_50

მასალების გადაბეჭდვის წესი