ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტის ძველი „პეჟოს“ ფასი 2 მილიონამდე გაიზარდა

17 იანვარი, 2011 • 1290
ირანის პრეზიდენტის ძველი „პეჟოს“ ფასი 2 მილიონამდე გაიზარდა

Image 2915
Image 2915

ირანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მაჰმუდ აჰმადინეჯადის პირადი ავტომანქანის, Peugeot 504–ის (1977 წლის გამოშვება) აუქციონზე გასაყიდმა ფასმა 2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

„მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან მივიღეთ წინადადებები, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო ფასი – 2 მილიონი დოლარია“ – განაცხადა ირანის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა სადეკ მახსულიმ.

წინა შეთავაზება – 1 მილიონ აშშ დოლარზე– აუქციონზე არაბეთის ერთ–ერთი ქვეყნიდან შევიდა.

აუქციონის ორგანიზატორები თავდაპირველად იმედოვნებდნენ, რომ  ძველი ავტომობილის გაყიდვიდან 2 ათას დოლარს მიიღებდნენ – როგორც წესი, ასეთია მსგავსი მოდელების ფასი ირანის საავტომობილო ბაზარზე.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ახმადინეჯადიმ სპეციალური ვებ–გვერდი ჩაუშვა Peugeot 504–ის გაყიდვასთან დაკავშირებით წინადადებების მისაღებად.

ირანის პრეზიდენტის კუთვნილი ავტომანქანის შეძენის მსურველებს კიდევ ერთი თვე აქვთ წინ საკუთარი შეთავაზებების გასაკეთებლად. მანქანა თებერვლის შუა რიცხვებში გაიყიდება.

აუქციონის შედეგად მიღებული თანხა ირანში ახალგაზრდებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობას მოხმარდება.

გასაყიდად გამოტანილ Peugeot 504–ში მჯდომი ახმადინეჯადი ბოლოს საჯაროდ 2005 წელს იხილეს ირანში, როდესაც ის თეირანის მერი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი