ახალი ამბები

ანონსი – 25 დეკემბერი

24 დეკემბერი, 2015 • 2161
ანონსი –  25 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 25 დეკემბერს გასამართ ღონისძებათა ანონსს:

 

10:00  “ახალი მემარჯვენეები” იუსტიციის საბჭოსთან მოსამართლე ლევან მურუსიძის სავარაუდო არჩევას გააპროტესტებენ. საკონტაქტო ნომერი: 599 55 29 49 “ახალი მემარჯვენეების” პრეს-ცენტრი.
11:30 “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“-ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: 2015 წელს ენერგოსექტორში განხორციელებული პროცესების შეფასება და 2016 წლის გამოწვევები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30 თსუში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით ” მემარცხენეობა: გამოცდილება და ძირითადი გამოწვევები”. კონფერენციას საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი უმასპინძლებს.
12:00 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: პრემიერის გადადგომა, ასოცირების ხელშეკრულება, ეროვნული ბანკი და სხვა მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 55- ე საჯარო სკოლის წინ საქველოქმედო გამოფენა- გაყიდვა გაიმართება. შემოსული თანხა კიტუბერკულოზით დაავადებული ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულებას მოხმარდება.  მის: 55-ე საჯარო სკოლა (ჭავჭავაძის გამზ.38)

12:30  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემები:  პრემიერის გადადგომის შემდგომი პროცედურები, როდის და რა ვადებში განიხილავს და დაამტკიცებს პარლამეტი მთავრობის ახალ შემადგენლობას. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15. საკონტაქტოპირი: ეკა გულუა 599726565.

17:00 საია და ტფილისის ჰამქარი – საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურინსპექციას მიმართავენ. განცხადების ავტორები, ქ. თბილისში, მირზა-შაფის ქ. #16-ში მდებარე შენობის – კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებაზე უარის თქმისსაკითხის შესწავლას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ.

18:00 ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი საქართველოში პირველიტუბსაწინააღმდეგო დაწესებულების დაარსებიდან 90 წლის და ფილტვის დაავადებათა ეროვნელი ცენტრის შექმნიდან კი 15წელის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმო მიღებაგაიმართება. ღონისძიებას დაესწრება შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერიკვარაცხელია. მის: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე.

18:00  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ცნობილი შვეიცარიელი ქართველოლოგი, პიანისტი და მუსიკათმცოდნე, თომას ჰოიზერმანი (Thomas Häusermann) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “გრიგოლ რობაქიძე ავანგარდიზმისა და კონსერვატიზმის მიჯნაზე”. დასწრება თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი