ახალი ამბები

რომის პაპმა წინამორბედის სასწაული აღიარა

14 იანვარი, 2011 • 1029
რომის პაპმა წინამორბედის სასწაული აღიარა

2005 წელს გარდაცვლილ რომის პაპს, იოანე პავლე მეორეს ნეტარად 2011 წლის 1 მაისს აღიარებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს პაპმა, ბენედიქტე XVI -მ, -განაცხადა წმინდა ტახტის პრესის თავმჯდომარემ ფედერიკო ლომბარდიმ.

ბეატიფიკაცია, ანუ ნეტარად აღიარება წმინდანად აღიარების ერთ–ერთი ეტაპია.

ბენედიქტე XVI-მ დღეს  ხელი მოაწერა სასწაულის აღიარების დეკრეტს, რომელიც მისი წინამორბედის, იოანე პავლე მეორის სახელთან იყო დაკავშირებული.

კარდინალებმა და ეპისკოპოსებმა იონე პავლე მეორეს სახელთან დაკავშირებული სასწაულის საკითხის შესწავლა გასული წლის დეკემბრიდან მას შემდეგ დაიწყეს, რაც მედიკოსების კომისიამ ვერ მოახერხა აესხნა, თუ როგორ მოხდა 49 წლის ფრანგი მონაზვნის მარი სიმონ-პიერის განკურნება პარკინსონის დაავადებისგან.

ფრანგი მონაზონი პარკინსონით 2001 წლის ივლისში დაავადდა. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 2005 წლის აპრილიდან, როდესაც იოანე პავლე მეორე გარდაიცვალა. ამავე წლის 13 მაისიდან, როდესაც ბენედიქტე XVI–მ გამოთქვა თანხმობა, მისი წინამორბედის ბეატიფიკაციის ვადამდელი პროცესი დაეწყო, შესაძლებელი გახდა, რომ ერთობლივი ლოცვის დროს მონაზვნებს მიემართათ იოანე პავლე მეორესთვის, რათა მას მფარველობა გაეწია ღვთის წინაშე. მონაზვნებმა დაიწყეს ლოცვა დაავადებული მარი სიმონ–პიერის განკურნებისთვის. მართლაც, იოანე პავლე მეორეს გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ დაავადებულმა მონაზონმა გამოჯანმრთელება დაიწყო: ჩატარებულმა ნევროლოგიურმა გამოკვლევებმა დაადაასტურა, რომ მონაზონი სრულიად ჯანმრთელია.

1642 წელს პაპმა ურბან VIII-მ შემოიღო ზღვარი ბეატიფიკაციას, როგორც ნეტარად აღიარების სტადიასა და შემდგომ კანონიზაციას – წმინდანად შერაცხვის ეტაპს შორის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი