ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე: ჩვენი ფონდი დაფუძნდა იმიტომ, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, შიშის ეპოქა

24 დეკემბერი, 2015 • 1503
პაატა ბურჭულაძე: ჩვენი ფონდი დაფუძნდა იმიტომ, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, შიშის ეპოქა

“საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგნელებმა დღეს სასტუმრო რედისონში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ფონდის ხედვა და მიზნები გააცნეს. როგორც ფონდის დამფუძნებელი, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, ფონდს პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია და მიზნად ისახავს საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებას.

“საქართველოს განვითარების ფონდი” დაფუძნდა იმიტომ, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობის და შიშის ეპოქა. დიახ, შიშის ეპოქა. წინა ხელისუფლების გვეშინოდა, ახლა გვეშინია ხვალინდელი დღის. ფონდი დაფუძნდა იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანობა და დამთავრდეს ადამიანების ჩემიანებად და სხვებისებად გამოყოფა.ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ორგანიზაციას,” – აცხადებს ბურჭულაძე.

მისი თქმით, ეს არის ფონდი, სადაც თავს მოიყრიან პროფესიონალები. მნიშვნელობა არ აქვს, სად არიან ისინი დასაქმებული დღეს – სახელმწიფო სტურქტურებში, კერძო ბიზნესში თუ არასამთავრობო სექტორში, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

“რადგან ეს ფონდი ჩემგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მე გავაუქმე ყველა ჩემი გასტროლი საზღვარგარეთ. იავნანას ხელმძღვანელობა გადავეცი გურამ ახალაიას, მაგრამ ვრჩები გამგეობის წევრად. რაც შეეხება ფონდ “ივერიისას”, უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მახათას მთაზე მშენებლობას გააგრძელებს გამგეობა. მე კი მთლიანად გადმოვერთვები განვითარების ფონდის საქმიანობაში.

პაატა ბურჭულაძემ, ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე, საარსებო მინიმუმზე, შემწეობისა და პენსიების სიმცირეზე, ეკონომიკურ პრობლემებზე:

“ჩვენ კი გვეუბნება, რომ ეკონომიკა ვითარდება და ყველაფერი კარგად არის. 15 წლის შემდეგ ჩვენ ისე შორს ვიქნებით განვითარებული სამყაროსაგან, როგორც არასდროს.”

“საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგნელებმა დღეს სასტუმრო რედისონში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ფონდის ხედვა და მიზნები გააცნეს. როგორც ფონდში აცხადებენ, ეს არის ახალი, თანამედროვე ტიპის ორგანიზაცია, რომლის მიზანია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირებისა და სოცილურ-ეკონომიკური კრიზისის დროს ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური, ბიზნესწრეების, აქტიური მოქალაქეებისა და ახალგაზრდების გაერთიანებას.

ფონდი ქვეყნის განვითარების ხუთ ძირითად მიმართულებაზე აპირებს, რომ იმუშაოს. ესენია: ეკონომიკა, სამართალი, საგარეო პოლიტიკა, შიდა პოლიტიკა და ახალგაზრდობის საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი