ახალი ამბები

24-25 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

24 დეკემბერი, 2015 • 1328
24-25 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 24-25 დეკემბერს, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, გზის კაპიტალური მშენებლობის გამო, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენკო“ 9 დეკემბრიდან აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადად 120 დღეა განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი