ახალი ამბები

სინოდის განჩინება: ახალი საგნის – „მე და საზოგადოებას” პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს

23 დეკემბერი, 2015 • 1461
სინოდის განჩინება: ახალი საგნის – „მე და საზოგადოებას” პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს

საქართველოს საპატრიარქოს მიერ დღეს, 23 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ, 22 დეკემბერს გამართულ სინოდის სხდომაზე იმსჯელეს ახალი საგნის, – „მე და საზოგადოების“, შესახებაც.

“წმინდა სინოდმა დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც”, – წერია განცხადებაში.

აღნიშნულ საგანთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს. რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო ამბობდა, რომ მათი ჩართულობით უკვე მოხდა საგნის პროექტიდან გარკვეული ტერმინოლოგიის ამოღებაც. თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საპატრიარქოს ჩართულობას სასკოლო საგნის განხილვებში არ უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი