ახალი ამბები

ილია ვაშაკიძეს მღვდელმსახურება აეკრძალა

23 დეკემბერი, 2015 • 2240
ილია ვაშაკიძეს მღვდელმსახურება აეკრძალა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, მღვდელმონაზონ ილიას ვაშაკიძეს მღვდელმსახურება აეკრძალა. მიზეზად მის მიერ გავრცელებული ბრალდებები დასახელდა. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ილია ვაშაკიძე საპატრიარქოში დაიბარეს, მაგრამ არ გამოცხადებულა.

“სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილიას (ვაშაკიძე) შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის იერარქებზე. კონსტანტინეპოლის II კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება,” – ნათქვამია სინოდის გადაწყვეტილებაში.

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე სოციალურ ქსელში გარკვეული დროის მანძილზე ავრცელებდა საკუთარ მოსაზრებებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი რანგის მღვდელმსახურებზე. ილია ვაშაკიძე მოითხოვდა ქორეპისკოპოს იაკობისათვის ხარისხის ჩამორთმევას და მისი ბიოგრაფიის გამოქვეყნებას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი: მუხლი 100. გამოძიების დაწყების მოვალეობა +1. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღ…

Posted by Hieromonk Ilia Vashakidze on Saturday, 12 December 2015

ილია ვაშაკიძე ასევე ბრალს სდებდა პატრიარქის მდივანს, მიქაელს ბოტკოველს მედიასთან ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

საპატრიარქოსა და პატრიარქის სახელით ჟურნალისტებთან უსინდისოდ ინტერვიუს იძლევა და ცრუობს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქა…

Posted by Hieromonk Ilia Vashakidze on Sunday, 13 December 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი