ახალი ამბები

აქცია შენობის გადასარჩენად

12 იანვარი, 2011 • 1188
აქცია შენობის გადასარჩენად

დღეს, 17.00 საათზე, თბილისში, რუსთაველის 42-ში, ყოფილი ”ზარია ვოსტოკას” შენობის გადასარჩენად აქცია გაიმართება.

აქციას ”ტფილისის ჰამქარი” გამართავს.

როგორც ცნობილია, აქციის მიზანი შენობის ”ზარია ვოსტოკას” შენობის ნგრევის შეჩერებაა.

შენობის ნგრევა რამდენიმე თვეა დაწყებულია. როგორც იქ დასაქმებული მუშები ამბობენ,  ნგრევის პროცესი მაქსიმუმ ორ თვეში უნდა დამთავრდეს.

არქიტექტურის ისტორიკოსისა და სამხატვრო აკადემიის პროფესორის, მაია მანიას თქმით, მას დიდი იმედი არ აქვს, რომ პროტესტს რეალური შედეგი მოყვება.

”რადგან  გვაქვს მსგავსი გამოცდილება „იმელის“ შენობასთან დაკავშირებითაც. პირველი გრანდიოზული ნგრევის შემთხვევა სწორედ ამ შენობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ, არქიტექტორები მის ნგრევასაც ვაპროტესტებდით”, -ამბობს მაია მანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი