ახალი ამბები

პრეზიდენტი საპატრიარქოში სანდრო გირგვლიანის და ირინე ენუქიძის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

22 დეკემბერი, 2015 • 1886
პრეზიდენტი საპატრიარქოში სანდრო გირგვლიანის და ირინე ენუქიძის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ ჩატარებულ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სანდრო გირგვლიანის და ირინე ენუქიძის სულის მოსახსენებლად აღევლინა.

“საქართველოს პრეზიდენტს კათოლიკოს პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ირინე ენუქიძის დაჯილდოებისთვის.
პანაშვიდს ასევე დაესწრნენ სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

პრეზიდენტი საპატრიარქოში სანდრო გირგვლიანის და ირინე ენუქიძის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო © პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტი საპატრიარქოში სანდრო გირგვლიანის და ირინე ენუქიძის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო © პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზინდეტმა ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დედა, გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო ირინა ენუქიძის ქმარს გადაეცა.

ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი