ახალი ამბები

რუსეთი 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას ამარტივებს

22 დეკემბერი, 2015 • 1680
რუსეთი 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას ამარტივებს

“რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის კონტექსტში და ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს გაუფორმდებათ სხვადასხვა ხანგრძლივობის საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ გამარტივებულად გაიცემა კერძო ვიზებიც.

“რუსულ მხარეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ორი ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთობის გასამარტივებლად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღების ჩათვლით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი