ახალი ამბები

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

22 დეკემბერი, 2015 • 1983
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მ.პ – ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. წინა სასამართლო სხდომა 10 თებერვალს, 12 საათზე გაიმართება.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა სხდომაზე პროკურატურამ დააყენა. პროკურორი ელენე ჩხეიძე აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, თუმცა გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ამ ეტაპისთვის ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ ბრალდებულმა ეს დანაშაული ჩაიდინა.
პროკურორის თქმით, ადგილიდან ამოღებულია ბევრი კვალი და ნივთმტკიცება, რომლებზეც ექსპერტიზა არის დანიშნული.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
“საქმეში ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ მოპოვებულია ყველა ის მტკიცებულება, რომელიც არის საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ეს დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა. სწორედ ამის გათვალისწინებით არსებობს საფუძველი იმისა, რომ პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ მოითხოვოს აღკვეთის ღონისიების სახით დაპატიმრების გამოყენება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი