ახალი ამბები

NDI: 50% ტელეფონით პოლიტიკაზე საუბრისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

21 დეკემბერი, 2015 • 1193
NDI: 50% ტელეფონით პოლიტიკაზე საუბრისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

NDI-ს კვლევის მიხედვით, 50% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, როდესაც მეგობარს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ მოსაზრებას ტელეფონით უზიარებს.

38% აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, 10-მა პროცენტმა არ იცის, ხოლო 2% – პასუხზე უარს ამბობს.

ესშენგეხებაScreen Shot 2015-12-21 at 11.31.00 AM

NDI-ს განმარტებით, კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერიდან – 7 დეკემბრამდე დროის პერიოდში ჩატარდა. საუბარია 1,881 ინტერვიუზე. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. კვლევა დაფინანსებულია sida-ს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი