ახალი ამბები

შსს: ბრალდებულმა ჯერ მეუღლე, ხოლო შემდეგ მცირეწლოვანი შვილი მოკლა

20 დეკემბერი, 2015 • 1162
შსს: ბრალდებულმა ჯერ მეუღლე, ხოლო შემდეგ მცირეწლოვანი შვილი მოკლა

შსს–ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე–საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს:

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ–მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლით)”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი