შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე „ჩინური მასაჟის სალონის“ ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ძინლან ჰ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მსურველებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალები მოწმის სახით დაკითხეს.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.