ახალი ამბები

ევროკავშირი ადასტურებს, რომ სავიზო რეჟიმზე ანგარიში ხვალ გამოქვეყნდება

17 დეკემბერი, 2015 • 1390
ევროკავშირი ადასტურებს, რომ სავიზო რეჟიმზე ანგარიში ხვალ გამოქვეყნდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ამსახველ ანგარიშს ხვალ, 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

“საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გატყობინებთ, რომ 18 დეკემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს. საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ელჩი იანოშ ჰერმანი გამართავს პრესკონფერენციას თბილისში. პრესკონფერენციის ზუსტ დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით”, – ნათქვამია ევროკავშირის სალეჩოს განცხადებაში.

ანგარიში იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად შეასრულა საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიებრალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისიწინებული მოთხოვნები, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ის გაურკვევლი ვადით გადაიდო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გადადების მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი