ახალი ამბები

ავაკოვმა სააკაშვილთან დაპირისპირების ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო]

16 დეკემბერი, 2015 • 1509
ავაკოვმა სააკაშვილთან დაპირისპირების ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო]

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ ესვრის წყლით სავსე ჭიქას ავაკოვი სააკაშვილს.

Пост нулевой толерантности. Нулевая толерантность? – это стопроцентная правда, и моя открытая точка зрения без социал…

Posted by Arsen Avakov on Wednesday, December 16, 2015

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სვიატოსლავ ცეგოლკო აცხადებდა, რომ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო არ გამოქვეყნდებოდა. ვიდეოს გამოქვეყნებას სააკაშვილიც ითხოვდა და ავაკოვიც:

“მე ვხედავ, რომ არსენ ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს სურთ რეფორმების ეროვნული საბჭოს ვიდეოს გამოქვეყნება, თუმცა ასეთი გარჩევები, ქუჩურ სტილში, ქვეყანას არცხვენს”, – დაწერა პოროშენკოს პრესსპიკერმა ფეისბუკზე.

რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე სააკაშვილსა და ავაკოვს შორის, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ცნობით, უკრაინის პრემიერი არსენ იაცენუკიც მონაწილეობდა, გუშინ მოხდა. არსენ ავაკოვის განცხადებით, მან სააკაშვილს წყალი შეასხა. ავაკოვის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილს დაუსვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ ჰქონდა ურალხიმის რუს ოლიგარქთან ოდესის საპორტო ქარხანაზე კონტაქტი და არის თუ არა ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციის საკითხთან. ამის შემდეგ, ავაკოვის თქმით, სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მისი რეაქცია მოყვა წყლის შესხმასთან დაკავშირებით.

განსხვავებულ ვერსიას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი:

“ავაკოვი უცენზურო ლექსიკაზე გადავიდა, რის გამოც პრეზიდენტისაგან შენიშვნაც მიიღო, რომ არ შეიძლება ჩხუბი ასეთ სიტუაციაში. ამის შემდეგ მან სცადა ჩემთვის ჭიქის სროლა. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენუკმა მე გასტროლიორი მიწოდა და მომიწოდა ქვეყნიდან წათრევისაკენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო უნდა გამოქვეყნდეს, რათა ხალხმა დაინახოს როგორ გამოიყურება სახედაკარგული პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნის დატოვებისაკენ მას ავაკოვამაც მოუწოდა.

“მე აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ. მე არ მივცემ მათ ჩემი საყვარელი უკრაინის გაძარცვის საშუალებას”, – თქვა სააკაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ავაკოვის ბრალდებას “რუს ოლიგარქთან” კონტაქტის თაობაზე, სააკაშვილის თქმით, ოდესის ცენტრში უამრავ ადამიანს ხვდება ყოველდღიურად, ხოლო ზემოხსენებული ქარხნის შესახებ მხოლოდ რადმენიმე დღის წინ შეიტყო. ამასთან, სააკაშვილის თქმით, ქარხნის პრივატიზების საკითხი მის უფლებამოსილებაში საერთოდ არ შედის. სააკაშვილმა პრემიერი იაცენუკი კორუფციაში დაადანაშაულა.

სააკაშვილის ინფორმაციით, მომხდარს პრეზიდენტის რამდენიმე კამერა იღებდა და მისი აზრით, ეს კადრები უკრაინის მოქალაქეებმა უნდა ნახონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი