ახალი ამბები

საბურთალოს სასაფლაოსთან სროლის შედეგად 2 პირი დაჭრეს

15 დეკემბერი, 2015 • 1170
საბურთალოს სასაფლაოსთან სროლის შედეგად 2 პირი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შედეგად 2 პირი მსუბუქად დაიჭრა.

შსს-ს ინფორმაციით, ორივე მათგანი ამ დროისათვის სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარს შსს იძიებს. საქმის გამოძიება სსსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით, სიცოცხლის განზრახ ნაკლებად მსუბუქად დაზიანების და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი