ახალი ამბები

ჯონ კერი მოსკოვში პუტინსა და ლავროვს შეხვდება

15 დეკემბერი, 2015 • 1276
ჯონ კერი მოსკოვში პუტინსა და ლავროვს შეხვდება

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში იმყოფება. როგორც BBC წერს, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში მოლაპარაკებებს სირიის კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით მართავს.

ჯონ კერი შეხვდება როგორც რუსეთის პრეზიცდენტ ვლადიმერ პუტინს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.

აშშ და რუსეთი უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდებიან, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ–ასადს მიმდინარე პროცესში: აშშ–ს სურს, რომ პრეზიდენტი გადადგეს, რუსეთი კი ამბობს, რომ საკუთარი ბედი სირიელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა აშშ–ის პოლიტიკა და ვაშინგტონი დაადანაშაულა იმაში, რომ “ტერორისტებს კარგებად და ცუდებად ჰყოფს”.

რუსეთი აცხადებს, რომ სირიაში მისი საჰაერო დარტყმების სამიზნე “ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებაა, თუმცა აშშ რუსეთს ადანაშაულებს, რომ ამბოხებულებს ბომბავს, რასაც მოსკოვი უარყოფს.

2014 წლის სექტემბრიდან კი სირიაში განლაგებულ “ისლამურ სახელმწიფოზე” საჰაერო დარტყმებს ახორციელებს კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი