ახალი ამბები

სააგენტო იმ მწარმოებლის საქმიანობას სწავლობს, რომელმაც ბურბუშელაში ასაფეთქებელი მოათავსა

15 დეკემბერი, 2015 • 1068
სააგენტო იმ მწარმოებლის საქმიანობას სწავლობს, რომელმაც ბურბუშელაში ასაფეთქებელი მოათავსა

სურსათის ეროვნული სააგენტო ბურბუშელა ”მინსტერის” მწარმოებელი კომპანიის საქმიანობას სწავლობს, ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუდასტურა.

სააგენტოს განმარტებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ შეიძლება სურსათში იყოს მოთავსებული. მოკვლევის დაწყების მიზეზი გუშინ მიღებული შეტყობინებაა, რომლის მიხედვითაც, 4 წლის ბავშვმა ბურბუშელაში მოთავსებული საახალწლო ასაფეთქებელი გადაყლაპა, რის გამოც მოზარდი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.  ბავშვი საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი