აფიშაახალი ამბები

ისტორიას დარჩება – ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში

14 დეკემბერი, 2015 • 2255
ისტორიას დარჩება – ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში

კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ხვალ 15 დეკემბერს ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი „ისტორიას დარჩება!“ გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები: ნიაზ დიასამიძე, პეჩო, უცნობი, ვაკის პარკი, ნიკა კაჩაროვი, დათო ევგენიძე, ეკო დეისაძე, Sophie Villy, LOUDspeakers-ი, The Window, The Mins-ი, Kung Fu Junkie, MAO, კაკადუ, Jetbird-ი, ჯერონიმო, ქეთათო, გელა ჩარკვიანი.

სპეციალურად ამ კონცერტისთვის, ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება – ჰოლოგრამა მომზადდა, რაც მაყურებელს მუსიკოსის სცენაზე ნახვის საშუალებას მისცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი