ახალი ამბები

ელისაშვილი: კომისიაზე ზეწოლის “კოკაინის საქმესთან” კავშირს “არც უარვყოფ, არც ვადასტურებ”

14 დეკემბერი, 2015 • 1663
ელისაშვილი: კომისიაზე ზეწოლის “კოკაინის საქმესთან” კავშირს “არც უარვყოფ, არც ვადასტურებ”
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ნეტგაზეთის შეკითხვას, “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულების საქმის  კრიტერიუმების გარეშე კომისიაზე გატანას უკავშირდებოდა თუ არა ის ზეწოლა, რომელზეც საუბრობს, პასუხობს, რომ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
“ძალიან მოკლედ გიპასუხებთ – ამ ინფორმაციას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. დანარჩენზე საუბარი კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ მსურს,”– განუცხადა მან ნეტგაზეთს.
ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება, მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს. მისივე თქმით, იგი პროკურატურაში 15:00–ზე დაიბარეს. საგამოძებო ორგანოში შესვლის წინ კი ელისაშვილმა აღნიშნა, რომ პროტურატურაშ მიიტანა ტელეფონი, სადაც ინახება “ისტერიული მესიჯები”, რომელსაც მას სწერდნენ. 

ელისაშვილმა განაცხადა,  რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი იყო წინასწარ აღებულ 200 ათას დოლარზე და დაპირებულ მილიონ ნახევარ დოლარზე.

ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მანანა კობახიძემ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ მან შეწყალების კომისიისგან პატიმრების  საქმის შესწავლა და განხილვა ითხოვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში კობახიძემ თქვა, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ მოეკითხა, თუ რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, რომე ელისაშვილისთვის ეთხოვა, საქმე თაროზე არ შემოედოთ.

როგორც ქორიძე, ასევე ელისაშვილი პროკურატურაში უკვე დაიკითხნენ.

პროკურატურამ გამოძება  339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,  რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი