ახალი ამბები

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

14 დეკემბერი, 2015 • 1443
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ბრალდებით, აჭარის სავაჭრო – სამრეწველო პალატის კიდევ ერთი თანამშრომელი, ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, სოლომონ კონცელიძე დააკავეს.

“ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაუმზადა ციტრუსის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა, ხელშეკრულება და ინვოისი. საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სოლომონ კონცელიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა,”– ანცხადებს საგამოძებო სამსახური.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ  ქრთამის აღებას ვულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი