ახალი ამბები

აბრეშუმის გზით, თურქეთში დღეს “ვესტელისა” და “სამუნგის” ტექნიკა ჩავა

13 დეკემბერი, 2015 • 1027
აბრეშუმის გზით, თურქეთში დღეს “ვესტელისა” და “სამუნგის” ტექნიკა ჩავა

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სატრანზიტო მატარებელმა, აბრეშუმის გზით, დღეს ელექტროტექნიკა გაატარა.

„საქართველოში პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლა აბრეშუმის გზის რეალიზაციის პრაქტიკული დადასტურებაა. „დღევანდელი დღე არის აბრეშუმის გზის რეალიზაციისა და გამოყენების პრაქტიკული დადასტურება. მოგეხსენებათ, რომ ეს ტვირთი კორეიდან წამოვიდა, გაიარა მთლიანად ჩინეთი, შემდეგ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ახლა არის თბილისში და ჩავა თურქეთში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ტვირთის მფლობელები არიან ძალიან მსხვილი კომპანიები, ისეთები, როგორიც არის „ვესტელი,“ ასევე „სამსუნგი“ და რეალურად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კორიდორს აქვს უდიდესი პოტენციალი. ჩვენ დავიწყეთ ამ პოტენციალის გამოყენება, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენს ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

21 კონტეინერში ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი 29 ნოემბერს ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოვიდა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი, რომელიც ჩინეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სტამბოლში 14-15 დღეში ჩავა.

როგორც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები აცხადებენ, იგივე დანიშნულების მისაღწევად საზღვაო ხაზის გემს 40-45 დღე ესაჭიროება.

მასალების გადაბეჭდვის წესი