ახალი ამბები

„მაესტროს“ საგანგებო განცხადება

29 დეკემბერი, 2010 • 950
„მაესტროს“ საგანგებო განცხადება

ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო სამსამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ინფორმაცია ამის თაობაზე დღეს ამავე არხის საინფორმაციო გამოშვებაში გადაიცა:

„ტელეკომპანია მაესტრო,  არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულია გააკეთოს შემდეგი განცხადება: არხზე შექმნილი მძიმე ფინანსური პრობლემების გამო, იმის გამო, რომ არხს ამ დროისთვის არ გააჩნია თუნდაც მინიმალური ფინანსური რესურსი საიმისოდ, რომ ახალი ამბების სამსახურმა ჩვეულ რეჟიმში აწარმოოს ინფორმაციის მოპოვება, გადაღება და საეთეროდ მომზადება, მაესტროს ახალი ამბები იძულებულია გადავიდეს მუშაობის საგანგებო რეჟიმზე: ამ დროიდან ჩვენ მოგაწვდით მხოლოდ იმ ინფორმაციას, იმ სიხშირით და რაოდენობით, რის საშუალებასაც ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა მოგვცემს“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი დამატებით ცნობებს უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.   

მასალების გადაბეჭდვის წესი