ახალი ამბები

სუს-მა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 დეკემბერი, 2015 • 2247
სუს-მა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მოქალაქე ჯიმშერ მ. დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯიმშერ მ. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილობრივი წარმომავლობის შესახებ ცნობის გაცემის სანაცვლოდ მოხელისათვის ქრთამის სახით გადასაცემად 800 აშშ დოლარი აიღო.

სუს-ს განცხაებით, გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი