ახალი ამბები

ანონსი — 11 დეკემბერი

11 დეკემბერი, 2015 • 1477
ანონსი — 11 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 11 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09:00 საათზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საერთაშორისო კონფერენციაზე – სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვას საჯარო განხილვისთვის წარადგენს. ღონისძიება 17:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: თბილისის ზღვის ახალიქალაქი, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi.

10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველოლოგიის სეზონური სკოლის “ქართული ხელნაწერის” გახსნას დაესწრება. მისამართი: ალექსიძის #1.

10:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია განახლებული „მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის“ (SEAP) პრეზენტაციას დაესწრება. მისამართი: თბილისის მერია, მე-20 სართული. საკონტაქტო პირი: ნათია ლეშკაშელი – 595521152.

10:30 საათზე, 2030-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი 2016 წელს. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00 საათზე, „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ლორთქიფანიძე ისაუბრებს პატიმართა შეწყალების თემაზე და დაწყებულ გამოძიებაზე. მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გახსნის. მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–13 კილომეტრი.

12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი ალეკო ელისაშვილის მხრიდან პოლიტპატიმრების განთავისუფლების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშკრებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას #68.

12:30 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე, დენის დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: 2015 წლის განავლობაში, პროფესიულ შედეგების შეფასება.  მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას# 68.

13:00 საათზე, „მემარცხენე ალიანსი“ პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს. “მემარცხენეთა ალიანსი” ინიციატივებით გამოდის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეიქმნას ახალი კოლეგიალური მმართველობითი სტრუქტურა, გაერთიანდეს უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოები. მისამართი: ი. ხვიჩიას 17.

13:30 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ქვიშიანას მთაზე (სოფ. ნორიო, გარდაბნის რაიონი) „საქაერონავიგაციის“ მიერ დამონტაჟებულ ახალ მეტეორადიოლოკატორს დაათვალიერებს.

17:00 საათზე, C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების თვითორგანიზაცია “ჰეპა პლიუსის” დაარსების 5 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებას ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ გამართავს. შეხვედრას დაესწრებიან სათემო ორგანიზაციების, სფეროში მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმოადგენლები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება იმ ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოვება, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს C ჰეპატიტის მკურნალობა/დიაგნოსტიკის სფეროში, პაციენტთა თემის მხარდაჭერასა და ეფექტურ თანამშრომლობაში. მისამართი: მ. ასათიანის #9. საკონტაქტო პირი: მარინა ასათიანი – 599119999.

19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე სამინისტროს რჩეულს გამოავლენს, რომელსაც საჩუქრად სიგელსა და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნებს გადასცემს. მისამართი: ივანე მაჩაბლის ქ. 13 / 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი