ახალი ამბები

რია ნოვოსტის ცნობით, რუსეთი უარყოფს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას

10 დეკემბერი, 2015 • 1181
რია ნოვოსტის ცნობით, რუსეთი უარყოფს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას

რუსეთის სამხედრო ვეტმფრენებს არ შეუსრულებიათ ფრენები საქართველოს საზღვართან, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, გენერალ – მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

ამ  განცხადებას რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, კონაშენკოვი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს მომავალში ხმამაღალი განცხადებები ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთოს და გამოიყენოს რადიოლოკაციური საშუალებები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  10 დეკემბერს განაცხადა, რომ  რუსულმა ვერტმფრენმა რამდენიმე წუთით, კონფლიქტის ზონაში საქართველოს საჰერო სივრცე დაარღვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტს პროვოკაცია უწოდა და  მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი