ახალი ამბები

პარლამენტმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე მიმართვა მიიღო

10 დეკემბერი, 2015 • 2643
პარლამენტმა  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე  მიმართვა მიიღო

საქართველოს პარლამენტი მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა, რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა.

პარლამენტმა აღნიშნული მიმართვა 10 დეკემბერს მიიღი და მისი ადრესატია  ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამასახური.

მიმართვას, რომლის პროექტის ავტორი  ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ვიქტორ დოლიძეა, მხარი 76 დეპუტატმა დაუჭირა.

2015 წლის დეკემბერში დაგეგმილია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროგრესის ამსახველი ანგარიშის გამოქვეყნება ევროკომისიის მიერ;  სწორედ ამის გათვალისწინებით, პარლამენტი მიღებულ მიმართვაში “სრულად ადასტურებს საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში და მოუთმენლად ელის რომ დეკემბერში საქართველოს ხელისუფლების მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში”.

პარლამენტი მიმართავს  ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა.

“ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მცხოვრები ხალხის რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას, მეტიც ყველასათვის გამოავლენს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებსა და ევროპული არჩევანის უტყუარ სარგებელს”, – ნათქვამია მიმართვაში.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მადლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო, და მოუწოდებს დარჩენილ წევრ ქვეყანას, ბელგიას, პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ, რათა ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლი სრულად ამოქმედდეს.

პარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს  გააგრძელოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების წარმოება და გაავრცელოს უვიზო მოგზაურობის უფლებები და ვალდებულებები.

მიმართვის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პარლამენტის მიიღო მიმართვა ევროსტრუქტურებისადმი ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმის დაწესებაზე. 10/12/2015

პარლამენტის მიიღო მიმართვა ევროსტრუქტურებისადმი ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმის დაწესებაზე. 10/12/2015

მასალების გადაბეჭდვის წესი