ახალი ამბები

როგორ გამოჩნდა “დაბნეული ტრავოლტა” ქართულ ინტერნეტ სივრცეში

10 დეკემბერი, 2015 • 6865
როგორ გამოჩნდა “დაბნეული ტრავოლტა” ქართულ ინტერნეტ სივრცეში

Confused Travolta – ასე ჰქვია ინტერნეტსივრცეში გამოჩენილ ახალ ანიმაციას (gif), რომლის მთავარი გმირი ამერიკელი რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ფილმ “მაკულატურას” ერთ-ერთი პერსონაჟი ვინსენტ ვეგაა. ვეგას როლს ფილმში ჯონ ტრავოლტა განასახიერებს.

ფილმიდან გიფი პირველად, ჯერ კიდევ 2012 წელს, Imgur-ის მომხმარებელმა karmafrappuccino-მ შექმნა.

2015 წლის 6 ნოემებერს, კი კვლავ Imgur-ში, მომხმარებელმა ILikeToWonkaMyWilly გიფის ახალი ვერსია ატვირთა წარწერით: “როდესაც ვეკითხეbი ჩემს გოგონას, რა საჩუქარი უნდა მას შობას და ის მეუბნება – თოჯინა”. პოსტი რამდენიმე დღეში 3 მლნ-მდე ადამიანმა ნახა.

 

ამის შემდეგ ILikeToWonkaMyWilly-მა საკუთარ გვერდზე გიფის შექმნის ტუტორიალი ატვირთა, თუ როგორ უნდა შექმნათ სასურველი გიფი Sony Vegas Pro-სა და მწვანე ფონის გამოყენებით. მას მიმდევრები ინტერნეტ სივრცეში მალევე გამოუჩნდნენ.

 

მათ შორის “დაბნეული ტრავოლტა” აქტიურად გამოჩნდა ქართულ სოციალურ მედიაშიც. პირველად ის მეტრო სადგურ “ნაძალადევს” ეწვია, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს.

ჯონ ტრავოლტა “ნეტგაზეთში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი