ახალი ამბები

ენმ-ს ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

10 დეკემბერი, 2015 • 1532
ენმ-ს ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, დედოფლისწყაროში მათი პარტიის ოფისი წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. ენმ-ს ლიდერები ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აკრიტიკებენ. ინციდენტის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.

ენმ-ს ოფისი დედოფლისწყაროში © რუსთავი 2

ენმ-ს ოფისი დედოფლისწყაროში © რუსთავი 2

ენმ-ს ოფისი დედოფლისწყაროში © რუსთავი 2

ენმ-ს ოფისი დედოფლისწყაროში © რუსთავი 2

შსს-ში ოფისის დაზიანების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ჯერჯერობით არ ამბობენ არის თუ არა ეს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგი. გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი