ახალი ამბები

საგამოძებო სამსახური: 3.2 მლნ ლარის ხე–ტყის მასალა სამეგრელო–ზემო სვანეთში უკანონოდ მოიპოვეს

10 დეკემბერი, 2015 • 3071
საგამოძებო სამსახური: 3.2 მლნ ლარის ხე–ტყის მასალა სამეგრელო–ზემო სვანეთში უკანონოდ მოიპოვეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 3.2 მილიონი ლარის  უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი – გ.ა, ბ.შ და ლ. წ დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცს თ.ბ. და ს. კ.

უწყების ცნობით, ბრალდებულებისა და მათი თანამზრახველების ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 14 საწარმო, რომელთა შექმნის მიზანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალის შემდგომი რეალიზაცია.

“ვინაიდან ხის მასალა უკანონოდ იყო მოპოვებული, ბრალდებულები მათ მართვაში არსებულ საწარმოთა შორის ახდენდნენ ფიქტიურ ოპერაციებს, რითაც ქმნიდნენ ყალბ მონაცემებს მასალის ნაშთის შესახებ, შემდგომში კი გაყალბებულ დოკუმენტაციას იყენებდენენ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის თბილისში ტრანსპორტირებისა და რელიზაციისათვის,”–აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოყენებით რეალიზებულია 3 200 000 ლარის (დაახლოებით 6 800 კუბურ მეტრი) უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა, ხოლო მათი საწარმოების მხრიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 1 250 000 ლარს აღემატება.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას გასაღებას ან გამოყენებას.  დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი