ახალი ამბები

მომავალი წელს ყავის მოსავალი შემცირდება, ფასები კი გაიზრდება

23 დეკემბერი, 2010 • 1249
მომავალი წელს ყავის მოსავალი შემცირდება, ფასები კი გაიზრდება

„მსოფლიოში ყავის უმსხვილესი მწარმოებელ ქვეყნად აღიარებულ ბრაზილიაში ყავის წარმოება 2011 წლისთვის შესაძლოა ბოლო ოთხის წლის მანძილზე უდაბლეს ნიშნულზე დაეცეს და გაიზარდოს ფასები, რადგან ბოლო ორწლინახევრის განმავლობაში ყავის ხეები ძალიან დაბალნაყოფიერი გახდა“,  – განაცხადა ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვაგნერ როსიმ „ბრაზილია თუდეისთან“ ინტერვიუში, რომელსაც ბლუმბერგი ავრცელებს.

„როგორც ჩანს, ფასები გაიზრდება, რადგან მსოფლიო ბაზარზე ყავაზე მოთხოვნა მზარდია, გლობალური მარაგები კი – კლებადი“ – აღნიშნა როსიმ.

ყავა 72%–ით გაძვირდა და უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში მისმა ფასმა რეკორდულ ციფრს მიაღწია, რაც უშუალო კავშირშია ბრაზილიასა და ინდოეთში უამინდობის გამო ყავის მარაგების შემცირებასთან. მაგალითად, „არაბიკის“ ფასმა 2.4225 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 1997 წლის მონაცემების შემდეგ უმაღლესი ფასია.

ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრის ცნობით, თუკი წელს ქვეყანაში 48 მილიონი ტომარა ყავის მოსავალი იქნა მიღებული, მომავალ წელს ეს მონაცემი 23%–ით შემცირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი