ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: მოქალაქეს მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში $1200 თაღლითურად გამოართვეს

9 დეკემბერი, 2015 • 1497
საგამოძიებო სამსახური: მოქალაქეს მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში $1200 თაღლითურად გამოართვეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე კ.ტ–მ მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა 1 200 აშშ დოლარი. მათივე ცნობით, კ.ტ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

“ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს მოატყუა, თითქოს დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაეხმარებოდა მას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში,”– აღნიშნულია საგამოძებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით,  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი