ახალი ამბები

უსუფაშვილი: მძღოლებმა ვიცით, რა უხერხულობას ქმნის მარჯვენა საჭე

8 დეკემბერი, 2015 • 1214
უსუფაშვილი: მძღოლებმა ვიცით, რა უხერხულობას ქმნის მარჯვენა საჭე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის კანონპროექტი  არის რბილი მიდგომა საკითხისადმი, რადგან ვისაც უკვე აქვს დარეგისტრირებული, მას ეს შეზღუდვა არ შეეხება.

დავით უსუფაშვილის თქმით, შს მინისტრის მოადგილესთან დააზუსტა, რომ ვისაც უკვე აქვს დარეგისტრირებული მარჯვესაჭიანი მანქანა, შეუძლია სხვას მიჰყიდოს საქართველოში, ან გაყიდოს საზღვარგარეთ. უსუფაშვილი ამბობს,  რომ ამ საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟი ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული,

“ეს აჟიოტაჟი იმითაა გამოწვეული, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო. ვინც ამ მანქანით დადის, პრობლემნა აქვს ნული.  ვინც მძღოლები ვართ, ვიცით, რა ტიპის უხერხულობებს ქმნის ეს შემთხვევა.”, – ამბობს უსუფაშვილი.

რაც შეეხება კითხვას, რომ ამ კანონპროექტით კომპანიები ზარალდებიან, უსუფაშვილი პასუხობს, არსებობს საგზაო მოძრაობის წესები და დაბალი ფასისთვის უპირატესობის მინიჭებით, შესაძლოა, უკანასაჭიანი მანქანები შემოიყვანონ იმ დასაბუთებით, რომ რომელიმე ქვეყანაში ასე ხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი