ახალი ამბები

უსუფაშვილი: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა რთულად დასადგენი ცნებაა

8 დეკემბერი, 2015 • 1441
უსუფაშვილი: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა რთულად დასადგენი ცნებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკანონმდებლო დარეგულირება არის უკიდურესად საფრთხილო საკითხი, როგორ მოხდება რეპრესიული ზომების მიღება მაშინ,  როდესაც არსებობს ისეთი შეფასებითი ცნებები, როგორიცაა რელიგიური გრძნობა და მისი შეურაცხყოფა.

“რელიგიური გრძნობები, ერთი მხრივ, ფაქიზი გრძნობებია და ასევე რთულად დასადგენი -ვინ, რას მიიჩნევს შეურაცხყოფად. მე შეიძლება მივიჩნიო შეურაცხყოფად სხვა რელიგიური გაერთიანების საკულტო ნაგებობა, ან როცა ტელევიზიით ვნახე რელიგიური რიტუალი. რთული საკითხია და არა მგონია, რომ ეს კანონპროექტი ერთ კვირაში კანონად იქცეს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ძალიან ხშირად, როდესაც რელიგიასთან დაკავშირებული ინიციატივა მოდის ერთი მხრიდან,  საუბარია, თუ როგორ უზრუნველვყოთ ერთი ტიპის რელიგიური თემის წუხილების ასახვა კანონპროექტში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანონი  შეეხება ყველა რელიგიურ გაერთიანებას.

უსუფაშვილი ამბობს, რომ იგი ასეთ კანონპროექტს პარლამენტში არ შეიტანდა, მაგრამ რადგანაც სოსო ჯაჭვლიანმა ისურვა ასეთი კანონპროექტის შეტანა, ამის გამო არ უნდა შეიქმნას ამ თემაზე დიდი “წიაღსვლები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი