ახალი ამბები

უსუფაშვილი: ჯაჭვლიანის კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის ნახვის შემდეგ ვისაუბრებ

8 დეკემბერი, 2015 • 1005
უსუფაშვილი: ჯაჭვლიანის კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის ნახვის შემდეგ ვისაუბრებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტზე, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მას შემდეგ იმსჯელებს, რაც კანონპროექტის განმარტებით ბარათს ნახავს.

უსუფაშვილის თქმით, უმჯობესია გაერკვნენ დეტალებში და არ მოჭრას თვალის იმან, რომ ეს კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას კრძალავს.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც შემოსულა კანონპროექტი, თუმცა აღმოჩენილა, რომ ეს საკითხი დარეგულირებულია სხვა კანონით, ან ყოფილა ინიციატივა, როდესაც კონკრეტული საკითხის დარეგულირება ტექნიკურად შეუძლებელი ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ ეს არაა აბსოლუტური უფლება.

“ანალოგიას არ ვაკეთებ სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივასა და იმას შორის, რასაც ვამბობ, მაგრამ მინდა გაიხსენოთ, რომ არის ქვეყნები, სადაც რაღაც საკითხზე მოსაზრების გამოთქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. გამოხატავაც კი რაღაც თემაზე ისჯება სისხლის სამართლებრივად, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურთან მიახლოებული უფლებაა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი