ახალი ამბები

ანონსი: 8 დეკემბერი

8 დეკემბერი, 2015 • 1653
ანონსი: 8 დეკემბერი
10:00 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმი გაიმართება.
შეხვედრაზე  განხილული  იქნება  საწარმოებში  ნარჩენების  ეფექტური  მართვის ღონისძიებების  გატარების  შესაძლებლობები  და  ამასთან  დაკავშირებული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სარგებელი. წარმოდგენილი იქნება პროექტის  ფარგლებში  ქართულ  საწარმოებში  განხორციელებული  ნარჩენების მართვის ღონისძიებების პრაქტიკული მაგალითები.
მის: მისამართი: დიღმის მასივი, ჩაჩავას ქ. #8, მე-3 სართული (ყოფილი მიონის შენობა, შესასვლელი ბელიაშვილის ქუჩიდან)

10:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით და ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვე“-ს (INNOVE) მონაწილეობით, 2015 წლის 8-9 დეკემბერს მართავს საერთაშორისო კონფერენციას „ეროვნული სასწავლო გეგმა – განვითარება და დანერგვა“.  კონფერენციას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გახსნის.

ადგილი: თბილისი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

10.00 სასტუმრო „რედისონში“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი  ლატვიის ეკონომიკის მინისტრ დანა რეიზნიცე-ოზოლასთან ერთად ოფიციალურად გახსნის ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რომელზეც განხილული იქნება საკითხების ვრცელი სპექტრი,  მათ შორის: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ტურიზმი, სპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება და განათლება, კულტურა, რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, ინტელექტუალური საკუთრება, კვლევის განვითარება და ინოვაციები, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფერო, ჯანმრთელობის დაცვა, შრომა და დასაქმება, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, სტატისტიკა, დიასპორის საკითხები.

10:30  თბილისის მერი დავით ნარმანია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს.
მის.: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი 1
საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 141 151

11:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
11:00  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:00 გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე და  ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა:  კვების დეფიციტი ქალებსა და ბავშვებში, რომელიც საქართველოში 500 000-ზე მეტი ადაიანის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.  „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15.
11:30 საქართველოს პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბრალდება დუმბაძის მიმართ მოქალაქის დასაქმების პირობით 10 000 დოლარის ღირებულების ქრთამის აღებასთან დაკავშირებით.  „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15.

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, სამომავლო გეგმებზე, მართველი გუნდის საარჩევნო სიებზე და მიმდინარე პოლიტიკურ საკიტხები

12:00 ორგანიზაციები „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ და „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი“, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, გამართავენ კონფერენციას, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება კვლევები საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებრივი მდგომარეობისდა მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
მისამართი: სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, თბილისი, რუსთაველის 13.
12:00 რესტორან „8 ნომერში“ (მის: თბილისი, რკინის რიგი 7, შესასვლელი სანაპიროდან) ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის „ისტორიას დარჩება!“ პრესკონფერენცია გაიმართება.

13:00 პარტია „მემარცხენე ალიანსის ოფისში, პარტიის თავმჯდომარე პრესკონფერენციას გამართავს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

მის.: ი. ხვიჩიას 17
13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” პრეზიდენტი დავით მესხიშვილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
13:00 თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
13:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
13:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი 238
13 :00 შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის
უფროსი- ელზა ჯგერენაია შრომის მონიტორებთან ერთად დაესწრება შპს „ჯორჯიან
მანგნეზი“-ს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში შრომის პირობების
მონიტორინგის პროცესს.
მისამართი: ქალაქი ჭიათურა შპს „ჯორჯიან მანგნეზი“-ს ჭიათურის სამთო
გამამდიდრებელი კომბინატი.
14:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი 439
14:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი 616
14:00 აგრარულ საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი ნ331

14:30 პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდებიან და “ახალი მემარჯვენეების” მიერ ინიცირებულ, ვიზალიბერალიზაციის მხარდასაჭერ მიმართვას გადასცემენ.

მისამართი: ნინო ჩხეიძის 38. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
15:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის ოთახი 518
15:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი 221
15:30 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თეიმურაზ ჭკუასელის შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, ილიანა დერილოვასთან
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი 317
19:00 კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგება ქართველი კომპოზიტორის ზურაბ ნადარეიშვილის კამერული ოპერის მსოფლიო პრემიერა; ქართველი, ებრაელი და ფრანგი მუსიკოსები XX საუკუნის უდიდესი კომპოზიტორის იგორ სტრავინსკის იგავს „ჯარისკაცის ამბავს” შეასრულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი