ახალი ამბები

პრეზიდენტი: პოლიტიკოსებს ქვეყნის მოწყობის კანონები ბოლომდე გააზრებული არ აქვთ

7 დეკემბერი, 2015 • 1113
პრეზიდენტი: პოლიტიკოსებს ქვეყნის მოწყობის კანონები ბოლომდე გააზრებული არ აქვთ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ილია მეორისთვის პატიმრების შეწყალების თაობაზე დაწყებულმა დისკუსიამ აჩვენა, რომ პოლიტიკოსებს არ აქვთ ბოლომდე გააზრებული სახელმწიფოებრივი მოწყობის ფუნდამენტური კანონები.

”სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით, ეს საკითხი დაიხურა. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე მერამდენედ ვნახეთ, ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ქვეყნის და სახელმწიფოს მოწყობის ფუნდამენტური კანონების ბოლომდე გაუაზრებლობამ შეიძლება შექმნას სირთულეები ჩვენი  სახელმწფოებრიობის თვალსაზრისით.  მე მგონი, ამას უნდა დავაკვირდეთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

5 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გარდა, პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, რომ იმსჯელონ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიურ როლს შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი