ახალი ამბები

მიკროავტობუსის მძღოლისთვის პიროტექნიკით თვალის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

7 დეკემბერი, 2015 • 1227
მიკროავტობუსის მძღოლისთვის პიროტექნიკით თვალის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის მიკროავტობუსის მძღოლისთვის საახალწლო ასაფეთქებლით მიყენებული თვალის დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

”თბილისის მიკროავტობუსის” ცნობით, მძღოლი ახლა სახლშია გაწერილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მან მხედველობა დაკარგოს.

კომპანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ცალ თვალში მხედველობას დაკარგავს და მძღოლად მუშაობას ვეღარ შეძლებს, მას ალტერნატიულ პოზიციაზე დაასაქმებს.

”თბილისის მიკროავტობუსის” პრესსამსახურმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მათი ინფორმაციით, შაბათ საღამოს 192 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლმა რამდენიმე ახალგაზრდას გაუჩერა, მათ კი საახალწლო ასაფეთქებლები სახეში შეაყარეს, რომელთაგან ერთი თვალის მიდამოში აუფეთქდა

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. პოლიციქ აცხადებს რომ ბრალდებული არასრულწლოვანი არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი