ახალი ამბები

გიორგი მაისურაძე: საპატრიარქოს განმარტებამ კომიკური სიტუაცია შექმნა და პოლიტიკური ელიტის უპასუხისმგებლობა აჩვენა

7 დეკემბერი, 2015 • 2288
გიორგი მაისურაძე: საპატრიარქოს განმარტებამ კომიკური სიტუაცია შექმნა და პოლიტიკური ელიტის უპასუხისმგებლობა აჩვენა

“საპატრიარქოს მეორე განცხადებამ, ფაქტობრივად, ძალიან კომიკური სიტუაცია შექმნა და აჩვენა, თუ რამდენად უპასუხისმგებლოა საქართველოში პოლიტიკური ელიტა, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაოდენ ცუდად იცნობენ ისინი საქართველოს კონსტიტუციას და რაოდენ დაბალ დონეზე აქვთ სამართლებრივი ცნობიერება განვითარებული”, – ასე ეხმაურება ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე საპატრიარქოს განმარტებას ილია მეორისათვის პატიმრების შეწყალების უფლებამოსილების მინიჭების საკითხზე გაკეთებულ განმარტებას.

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პატრიარქის თხოვნა მისთვის შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე პატიმრებისადმი გამოხატული სოლიდარობის სურვილი იყო და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე. ამ განმარტებას წინ უსწრებდა არაერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც მზად იყვნენ რელიგიური ლიდერისათვის იმ უფლებამოისლების მინიჭების საკითხი პოლიტიკურ დონეზე განეხილათ, რომელიც საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციით მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. საზოგადოების ნაწილი პატრიარქის თხოვნას ნეგატიურად შეხვდა და სეკულარიზმის პრინციპისამდი საფრთხის შემცველადაც აღიქვა:

“საპატრიარქომ სცადა, გაუვიდოდა თუ არა, როგორი იქნებოდა ხალხის რეაქცია. რამდენადაც რეაქციის დიდი ნაწილი უარყოფითი იყო, მათ სასწრაფოდ შეცვალეს დამოკიდებულება”, – ამბობს გიორგი მაისურაძე ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელსაც სრულად შეგიძლიად მოუსმინოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულის საშუალებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი