ახალი ამბები

აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი კორუფციული გარიგების ბრალდებით დააკავეს

7 დეკემბერი, 2015 • 1143
აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი კორუფციული გარიგების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა კორუფციული გარიგება დადო ერთ-ერთ მოქალაქესთან, მისცა უფლება უკანონოდ მოეპოვებინა ხე-ტყის მასალა ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე და საკუთარ თავზე აიღო უკანონოდ მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება.

გამოძიების ინფორმაციით, ამ გარიგებისთვის დაკავებულმა ქრთამის სახით 4 500 ლარი მოითხოვა და წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი