ახალი ამბები

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამი პირი დააკავა

7 დეკემბერი, 2015 • 1045
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე ო. ი. და უ. თ. დააკავეს, ხოლო საქართველოს მოქალაქე ლ. კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ბათუმში დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკოკლუბების ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სასტუმროებისა და დისკოკლუბების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს, აცხადებს შსს.

პოლიციის ცნობით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი