ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ხათუნა სამნიძე აირჩიეს

6 დეკემბერი, 2015 • 1093
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ხათუნა სამნიძე აირჩიეს

“რესპუბლიკური პარტიის” მე-16 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ 32 ხმით კვლავ ხათუნა სამნიძე დასახელდა. იგი პატრიის თავმჯდომარე მომავალი 2 წლის განმავლობაში იქნება. სარევიზიო კომისიას კი ტრისტან ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს.

ყრილობაზე პარტიის დელეგატებმა ასევე აირჩიეს ეროვნული კომიტეტის 35 და სარევიზიო კომიტეტის 6 წევრი. ყრილობაზე შეკრებილი 1445 დელეგატიდან არჩევნებში მონაწილეობა 1341-მა მიიღო.

“ჩვენ გვქონდა რთული 2 წელი; ბევრი გამოწვევა, მაგრამ რესპუბლიკური პარტია კვლავ მზად არის წინსვლისთვის, განვითარებისათვის. ჩვენ გვაქვს სერიოზული 2 წელი წინ,” – განაცხადა სამნიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი